Belive

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 იანვარს, კატალონიის მთავრობამ და "ბარსელონას" წევრებმა საფეხბურთო კლუბის საპრეზიდენტო და გამგეობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მთავრობამ შეხვედრაზე "ბარსას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. კლუბმა, თავის მხრივ, გამოაცხადა არჩევნების დანიშნულ თარიღზე ჩატარების შეუძლებლობა (24 იანვარი. ამ შეზღუდვების გამო, გადაწყდა არჩევნების გადადება. Marca- ს ცნობით, არჩევნები შესაძლოა 7 მარტს ჩატარდეს. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. 2020 წლის შემოდგომაზე ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი მას მერე დატოვა, რაც იგი ბოლო წლების წარუმატებელი შედეგების და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მიერ კლუბიდან წასვლის სურვილის გამოთქმის შემდეგ მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.

სხვა სტატიები