Belive

ბარსელონას შთამბეჭდავი შეთავაზება ინტერს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მილანის "ინტერთან" მოლაპარაკებას იწყებს. SPORT-ის თანახმად, "ბარსა" იტალიურ კლუბს 52 მილიონ ევროს სთავაზობს. გარდა ამისა, კლუბი მზადაა, რომ მარტინესის სანაცვლოდ "ინტერს" 2 ფეხბურთელი დაუთმოს. ესპანური მედიის მიხედვით, 22 წლის ლაუტაროს ტრანსფერში "ბარსელონა" ნელსონ სემედუს, კარლოს ალენიას ან არტურო ვიდალს ჩართავს. ლაუტარო მარტინესი "ინტერში" 2 წლის წინ გადავიდა. მიმდინარე სეზონში შემტევის ანგარიშზე 12 გოლი და 3 ასისტია.  

სხვა სტატიები