Belive

ბარსელონას თავდასხმის ხაზი იშლება - დემბელეც ტრავმირებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" სეზონის სტარტზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ერნესტო ვალვერდეს მომზადებული გუნდის ფეხბურთელების ტრავმებმა შეაწუხეს. "ლა ლიგის" დაწყებამდე ტრავმა მიიღო ლიონელ მესიმ და ის სეზონის დებიუტს ტოვებს. "ლა ლიგის" პირველსავე ტურში, 37-ე წუთზე დაზიანება მიიღო ლუის სუარესმა და ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიელებს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებულია კიდევ ერთი შემტევი, უსმან დემბელე. ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ფეხი აწუხებს და 5 კვირას ტოვებს. შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონაში" ეპიდემიაა. თავდასხმის ხაზში მხოლოდ ახალწვეული, ანტუან გრიზმანი დარჩა. მესი, სუარესი და დემბელე კი გუნდს 1 თვე ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" პირველსავე ტურში გუნდმა "ბილბაოსთან" 1:0 წააგო. ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ბეტისს" უმასპინძლებს. მატჩი 25 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები