Belive

ბარსელონას თინეიჯერი ფეხბურთელის თამაშისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ" "პრიმერა დივიზიონის" მე-2 ტურში "ბეტისს" უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 5:2 დასრულდა, სადაც ლიონელ მესისა, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს არყოფნაში, ლიდერის ფუნქცია ანტუან გრიზმანმა შეითავსა და დუბლის შესრულება შეძლო. თავდასხმაში თავდამსხმელების დეფიციტის გამო, ერნესტო ვალვერდემ ძირითად შემადგენლობაში კარლოს პერეს საიოლი დააყენა, რომელმაც 1 გოლის გატანა შეძლო. მის ნაცვლად, მოედანზე 16 წლის ანსუმანე ფატი გამოვიდა - რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც კი ოდესმე "ბარსელონას" მაისურით ოფიციალური მატჩი უთამაშია. "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე ვისენტე მარტინესია, ვინც ამ რეკორდის დამყარება შორეულ 1941 წელს მოახერხა. გუშინდელ დღემდე, მეორე პოზიციას ბოიან კრკიჩი იკავებდა. საინტერესო ფაქტია, რომ "ლა ლიგის" რეგულაციებიდან გამომდინარე, "ბარსელონას" ანსუმანე ფატის მშობლებისგან ნებართვის აღება დასჭირდა, რომ მათ მოზარდ შვილს, 16 წლის ასაკში, "კამპ ნოუზე" დებიუტი ჰქონოდა.

ასევე იხილეთ: ბარსელონა 5:2 ბეტისი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები