Belive

ბარსელონას წარმომადგენელი ტიმო ვერნერის მამას შეხვდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" საფეხბურთო დირექტორი - ერიკ აბიდალი, პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ტიმო ვერნერის მამას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, აბიდალსა და ვერნერის მამას შორის გერმანიაში პოზიტიური შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე აბიდალთან ერთად მისი ასისტენტიც იმყოფებოდა. გერმანელ შემტევს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, სანამ კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები შეჩერდებოდა, ვერნერმა 27 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაფორმება შეძლო. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ვერნერი 2023 წლამდე "ლაიფციგის" ღირსებას დაიცავს - მისი გამოსასყიდი თანხა კი 52 მილიონ ფუნტს შეადგენს.

სხვა სტატიები