Belive

ბარსელონას უცნაური სტატისტიკა და კოუტინიოს გატეხილი ნავსი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" შემადგენლობაში 2016 წლის 28 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჟერარდ პიკემ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, ორი წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში, კატალონიელების შემადგენლობიდან, მხოლოდ ლეო მესი ახერხებდა გოლის გატანას. 2018 წლის 4 ოქტომბერს კი "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩში პირველი გოლი ფელიპე კოუტინიომ გაიტანა და ბლაუგრანასთვის საკმაოდ უცნაური სტატისტიკა დაარღვია. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ლეო მესის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 105 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება 15 გოლით.

სხვა სტატიები