Belive

ბარსელონას უცნაური ტრანსფერი - მეფესთან პრინცი მოჰყავთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" საინტერესო და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. გუნდი "სასუოლოდან" კევინ პრინც ბოატენგს შეიძენს. ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება. "ბარსელონსა" და "სასუოლოს" შორის მოლაპარაკება ფეხბურთელის ნახევარსეზონიან იჯარას გულისხმობს, რომელიც კატალონიურ კლუბს 2 მლნ. ევრო დაუჯდება. სეზონის ბოლოს კი "ბლაუგრანას" ბოატენგის 8 მლნ. ევროდ გამოსყიდვა შეეძლება. ბოატენგს კარიერის საუკეთესო პერიოდი "მილანში" ჰქონდა. "როსონერიში" ის 2010-13 წლებში თამაშობდა. იტალიურ გრანდში განელმა 100 თამაში ჩაატარა და 17 ბურთი გაიტანა. ის გუნდის ლიდერი იყო. განას ნაკრებში პრინცს 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 ბურთი გატანილი.

სხვა სტატიები