Belive

ბარსელონას ვალენსიას თავდამსხმელი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მუნდო დეპორტივო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსიას" თავდამსხმელი როდრიგო შეიძლება სულ მალე "ბარსელონაში" აღმოჩნდეს. ყველაფერი დამოკიდებულია "ღამურების" ხელმძღვანელობაზე. თუ ისინი როდრიგოს ღირსეულ შემცვლელს იპოვიან, მაშინ ესპანელი კატალონიელთა რიგებში გადაბარგდება. "ვალენსიას" და "ბარსელონას" შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. წლების მანძილზე არაერთი ფეხბურთელი გადასულა "ღამურებიდან" "ბლაუგრანაში." მაგალითად: დავიდ ვილა, ხორდი ალბა, ჟერემი მატიე და ა.შ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები