ბარსელონას ვალმა €890 მილიონს მიაღწია

417
ნახვა

კატალონიის “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში 4 ტრანსფერი განახორციელა – მომდევნო სეზონიდან, ანტუან გრიზმანი (€120 მლნ), ფრენკი დე იონგი (€75 მლნ), ნეტო (€26 მლნ) და ემერსონი (€12 მლნ) “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ითამაშებენ.

აღნიშნული თანხის გადახდით, “ბარსელონას” ვალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და €890 მილიონს მიაღწია. ესპანური მედიის ცნობით, ვალის შესამცირებლად “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

გრიზმანის მისვლის შემდეგ, “ბარსელონაში” ორი ფეხბურთელის მომავალია კითხვის ნიშნის ქვეშ: მალკომი და დემბელე. მესი-სუარესი-გრიზმანის ვარკსვლავური ტრიოდან გამომდინარე, ამ ორ ფეხბურთელს ძირითადში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი აქვთ. ამ მომენტისთვის, მალკომის სატრანფერო ღირებულება €40 მილიონს, ხოლო დემბელეს კი €100 მილიონს შეადგენს.

 

(417)

ბარსელონას ვალმა €890 მილიონს მიაღწია

სტატიის ავტორი
-