Belive

"ბარსელონას" ვეინალდუმის გაფორმება არ შეუძლია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პარასკევს " წითლებმა", რორგოც იქნა, ტიაგო ალკანტარა გაიფორმეს. ტიაგოს წარდგენიდან რამდენიმე წუთში უკვე გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომ "ლივერპული" "მგლების" შემტევს დიოგო ჟოტას დაიმატებდა. ტიაგოს მოსვლასთან ერთად გაჩნდა მოსაზრება, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმის კარიერა "ლივერპულში" დასრულებოდა. ჰოლანდიელის ადგილს ძირითად შემადგენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ ალკანტარას მოსვლა აყენებს, ამასთან 29 წლის ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვეინალდუმის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი "ბარსელონას" ჩაუდგა სათავეში და ჟორჟინიოს გაფორმება სურს, ყველაფერი ვეინალდუმის "ბარსელონაში" ტრანსფერზე მიუთითებს. თუმცა ამ მომენტისთვის ესპანელებს ვეინალდუმის გაფორმება ეკრძალებათ. Mirror - ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ლა ლიგა კუმანს თანხების დახარჯვის უფლებას არ მისცმეს. გავრეცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ლიგამ "ბარსელონას" ქმდებები დაბლოკა, რადგან კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ლა ლიგის კლუბები მკაცრი ფინანსური წესების მიხედვით მუშაობენ. "ბარსელონას" სახელფასო ფონდი წელიწადში 510 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, მათ ეკრძალებათ ვეინალდუმის შეძენა მანამდე, სანამ თანხებს არ შეაგროვებენ ფეხბურთელების გაყიდვით. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი "ბარსელონას" ექვსი თვის მანძილზე 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. კლუბმა მთელ გუნდს ხელფასების 70 პროცენტით შემცირება სთხოვა. ტიაგო და ჟოტა "ლივერპულს" შეუერთდნენ, ხოლო ვეინალდუმს "ბარსელონაში" გადასვლა ეკრძალება.

სხვა სტატიები