Belive

ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტს, ხორდი კარდონერს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს. როგორც ირკვევა, კარდონერი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. კარდონერის გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულები არიან "ბარსელონას" სამედიცინო შტაბის უფროსი, რამონ კანალი და ხოსეპ ანტონი გუტიერესი - "ბარსელონას" ხელბურთის გუნდის ექიმი. ესპანეთის მოსახლეობის მსგავსად, "ბარსელონას" ფეხბურთელებს, 28-დღიანი კარანტინში ყოფნა მოუწევთ, რომელიც 26 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელები ინდივიდუალურად, სახლში ივარჯიშებენ და ვალდებულები არიან, გუნდის მითითებები შეასრულონ. 5 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 124,736 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იმატებს.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები