Belive

ბარსელონასა და სევილიის ქალთა გუნდები ესპანეთის თასიდან მოკვეთეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გამოყენების გამო, ,,ბარსელონასა'' და ,,სევილიის'' ქალთა გუნდები ესპანეთის თასიდან მოკვეთეს.

10 იანვარს, ,,ოსასუნასთან'' თასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში, ,,ბარსელონას'' შემადგენლობაში, გეისე ფერეირამ ითამაშა, თუმცა მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან ტურნირის ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

იგივე შეცდომა დაუშვა ,,სევილიამაც'' - გუნდმა ,,ვილიარეალთან'' მატჩში მოედანზე ნაგორე კალდერონი გამოიყვანა, რომელიც, ფერეირას მსგავსად, თასის ბოლო თამაშში გააძევეს.

მერვედფინალური მატჩები ,,ბარსელონამაც'' მოიგო (9:0) და ,,სევილიამაც'' (1:0), თუმცა მომდევნო ეტაპზე ,,ოსასუნა'' და ,,ვილიარეალი'' გავიდნენ. გუნდებს ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

სხვა სტატიები