Belive

ბარსელონაში მესის სასტუმროს ანგრევენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი სუპერვარსკვლავისათვის გასული კვირა ფანტასტიკურად დაიწყო - ლეო მესი სარეკორდო, მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, თუმცა უსიამოვნო სიახლეც მალე გავრცელდა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში ლეო მესის კუთვნილ სასტუმროს ანგრევენ. აღსანიშნავია, რომ 77 ოთახიანი სასტუმროს შეძენა მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა. El Confidencial-ის მტკიცებით, "კამპ ნოუს" სიახლოვეს მდებარე სასტუმრო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გამოცემა ირწმუნება, რომ სასტუმროს აივნები ზედმეტად დიდია - კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კი შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. დადგენილ სტანდარტებს სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების გეგმაც ვერ აკმაყოფილებს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა სასტუმრო 2017 წელს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა არ იცოდა, რომ სტანდარტებთან შეუთავსებლობის გამო, ბარსელონას ხელისუფლება შენობის დემონტაჟს გეგმავდა.

სხვა სტატიები