Belive

ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი არ გეგმავს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნებას. „ნეიმარმა დატოვა გუნდი და ჩვენ არც კი ვფიქრობთ მის უკან გადმოყვანას, ეს მისი არჩევანი იყო“ - განაცხადა ხომე მარია ბართომეუმ.  

იგივე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კონდონერიმ გააკეთა. „გუნდის ხელმძღვანელობას ნეიმარის დაბრუნების საკითხი არ განუხილავს. შესაბამისად, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “პსჟ-მ” კატალონიელებს ნეიმარის სანაცვლოდ €222 მილიონი გადაუხადა.

სხვა სტატიები