Belive

ბარსელონასთან მატჩის წინ ინტერმა ნაინგოლანი დაკარგა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი - რაჯა ნაინგოლანის გარეშე ჩაივლის. "ბარსელონა" და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან. "სევილიასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, კატალონიური გრანდის ლიდერი, ლეო მესი მინიმუმ 3 კვირით ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. რაც შეეხება რაჯა ნაინგოლანს, "ნერაძურის" ლიდერმა "დერბი დელა მადონინა"-ზე მიიღო ტრავმა. რაჯა ნაინგოლანის ტრავმის სიმძიმე ამ დროისათვის უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სხვა სტატიები