Belive

ბარსელონაში კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი - ჰენრიკ ლარსონი იქნება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდ კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი, "ბარსელონას" ყოფილი და შვედეთის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი - ჰენრიკ ლარსონი იქნება.

ჰენრიკ ლარსონი კატალონიური კლუბის ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა, სადაც 40 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო. პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერა კი 2010-2012 წლებში დაიწყო, როდესაც შვედური "ლანდსკრონა" ჩაიბარა, ხოლო ბოლო კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო "ჰელსინგბორგი" გახლდათ.

სხვა სტატიები