Belive

ბარტერი არ შედგა: მანჩესტერმა მაგუაირის დე იონგში გაცვლაზე უარი განაცხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Harry Maguire! - ტიკტოკის აქტიურ მომხმარებლებს ეს ეს ორი სიტყვა ალბათ ხშირად მოუსმენიათ. მიზეზი მარტივია - 2021/22 წლების სეზონი, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა -  მისი უპატიებელი შეცდომებით სავსე ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დროის ყველაზე ძვირადღირებულ მცველს ყველგან აკრიტიკებენ - ნისლიან ალბიონზე თუ მის მიღმა. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარის ნეგატიურ დამოკიდებულებას უმიზეზოს ვერ ვუწოდებთ. მისი პირადი, უხეში შეცდომების წყალობით, "იუნაიტედის" კარში სხვადასხვა მეტოქემ 16 გოლი გაიტანა. თუმცა, ამ ფონის მიუხედავად, ფინანსურ კრიზისში მყოფ "ბარსელონას" დაცვის ხაზის გაძლიერება სწორედ ინგლისელი მცველის ხარჯზე სურდა. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებენ. საუბარი €65 მილიონიან ტრანფერზე მიმდინარეობს. ბრიტანული მედიის ცნობით, კატალონიელებს სურდათ, რომ სატრანსფერო თანხა ჰარი მაგუარის ხარჯზე შემცირებულიყო და კლუბებს ერთგვარი ბარტერი განეხორციელებინათ, თუმცა ტენ ჰაგმა გუნდის კაპიტანის წასვლაზე უარი განაცხადა. ფრენკი დე იონგის გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზეც მუშაობს, რომელიც გასულ სეზონში "ბრენტფორდის" რიგებში თამაშობდა. მისმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ გულის პრობლემების გამო დროებით სპორტს ჩამოშორებული ფეხბურთელი კვლავ ჩინებულ ფორმაშია. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დანიელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სხვა სტატიები