Belive

ბართომეუ: "ბარსელონა ისკოს შესაძენად მზად არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, მას ისკოს შეძენასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებების გამართვა სურს. მადრიდული გრანდის მთავარ მწვრთნელად სანტიაგო სოლარის დანიშვნის შემდეგ, ესპანელი ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო იშვიათად ხვდება, რამაც ისკოს სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის თაობაზე ესპანური მედია აალაპარაკა. El Partidazo de COPE-სთან საუბრისას, ბართომეუმ ესპანელი ნახევარმცველისადმი ინტერესი არ დამალა და აღნიშნა, რომ ისკოს "კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში იგი ბედნიერი იქნებოდა. "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ისტორიული დაპირისპირების ფონზე, აღნიშნულ ორ გუნდს შორის ტრანსფერი უკანასკნელად შორეულ 2000 წელს შედგა, როდესაც პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ "ბარსელონას" ნაცვლად "სამეფო გუნდის" მაისური მოირგო.
"რეალიდან" ხულენ ლოპეტეგის გაშვების შემდეგ, ისკო გუნდის ძირითადში არცერთხელ არ მოხვედრილა - სანტიაგო სოლარიმ ძირითადში ადგილი ახალგაზრდა ვინიციუს ჯუნიორს ანდო, რომელიც "რეალის" ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრება. ისკოსთვის ყველაზე პროდუქტიულ პერიოდად შეიძლება ზინედინ ზიდანის 3-წლიანი მმართველობა მივიჩნიოთ, როდესაც გუნდში გამთამაშებლის მთავარ ფუნქციებს, ლუკა მოდრიჩთან ერთად, ესპანელი ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მადრიდელებმა "იუვენტუსი" ანგარიშით 4:1 დაამარცხეს, ისკოს არცერთი არაზუსტი პასი არ გაუკეთებია (54 ზუსტი გადაცემა).  

სხვა სტატიები