Belive

ბართომეუ: "ბარსელონა მესის გარეშე არსებობისთვის უნდა მოემზადოს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა,  ხოზე მარია ბართომეუმ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ბარსელონა" ლიონელ მესის გუნდიდან წასვლისთვის მზად უნდა იყოს. კაპიტანს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ეს დღე როდის დადგება არავინ იცის.
"მე მესმის, რომ ერთხელაც მესის დავემშვიდობებით. ჩვენ ამას მზად უნდა შევხვდეთ. სწორედ ამიტომ ვიწვევთ ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებს. მათ ეს წარმატებული ეპოქა უნდა გააგრძელონ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა.  ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2 წელიწადში იწურება. მე მსურს, რომ გუნდი საუკეთესო კონდიციასა და პოზიციაში დავტოვო და ახალ პრეზიდენტს ვუთხრა, რომ ეს ჩემი მემკვირდეობაა" - განაცხადა ბართომეუმ.
   

სხვა სტატიები