Belive

ბართომეუ: "ბარსელონა მესის გარეშე თამაშისთვის უნდა მოემზადოს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდის პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ აღნიშნავს, რომ "ბარსელონა" ლეო მესის გარეშე თამაშისთვის უნდა მოემზადოს. 32 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობს, თუმცა "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ეგუება იმ ფაქტს რომ რამდენიმე წელში ლეო მესი კარიერას დაასრულებს. "მესის გარეშე თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნულ საკითხზე ზრუნვა და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოგვყავს. როგორც პრეზიდენტი ვიმედოვნებ, რომ ლეო ჩვენთან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება - თუმცა თადარიგი უნდა დავიჭიროთ და მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც იგი კარიერას დაასრულებს", - აღნიშნა ხოსე მარია ბართომეუმ.

სხვა სტატიები