Belive

ბართომეუ: „ბარსელონას კაპიტნობამ მესი ძალიან შეცვალა“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, მას შემდეგ რაც გუნდის კაპიტნის სამკლაური ლეო მესიმ მოირგო, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ძალიან შეიცვალა. ბართომეუს აზრით, ინიესტას წასვლის შემდეგ, მესიმ ლიდერის თვისებები გამოავლინა. „მესი კარგად აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდის წინაშე აკისრია. არგენტინელი ბედნიერია „ბარსელონაში“ და მორიგი ტრიუმფისთვის ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა. პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ "ბარსელონა" 12 ქულითთ პირველ პოზიციას იკავებს. დღეს, 18 სექტემბერს კი კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს და ჰოლანდიურ "პსვ-ს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:55-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები