Belive

ბართომეუ დაპატიმრებულია - ბარსელონას ოფისი გაჩხრიკეს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დიდი სკანდალია. ის, რაზეც ესპანური მედიის წარმომადგენლები ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა, ოფიციალური სტრუქტურების განხილვის საგანი გახდა. სულ ცოტა ხნის წინ, კატალონიურ კლუბში და ავტონომიური რეგიონის პოლიცია შევიდა და ოფისის ჩხრეკა დაიწყო. ჩხრეკის პარალელურად, სამართალდამცავებმა კლუბის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის "ბლაუგრანას" ბოლო პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს დაპატიმრება გადაწყვიტეს. ბართოემუსთან ერთად უკვე დააკავეს ოსკარ გრაუ, რომელიც კლუბის გენერალური მენეჯერი იყო და რომან გომეს ფონტი, ვინც იურიდიულ მომსახურებაზე იყო პასუხისმგებელი. ზუსტად 1 წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" მაშინდელმა პრეზიდენტმა კონკრეტული კომპანია დაიქირავა, რომელიც გუნდის ლიდერების, მათ შორის ლიონელ მესისა და ჟერარდ პიკეს წინააღმდეგ ე.წ ტროლებისა და ბოტების საშუალებით, ანტი-პიარს ააგორებდა. მოგვიანებით, კლუბმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და გააუქმა კონტრაქტი I3 Ventures- თან, კომპანიასთან, რომელიც სოციალური მედიის ანგარიშებს მართავს.
Josep Maria Bartomeu Has Been Arrested After Police Raid Barcelona Offices
მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა სააუდიტო კომპანია PricewaterhouseCoopers-ის გამოძიებამ კატალონიური კლუბი გაათავისუფლა ნებისმიერი დანაშაულისგან და ასევე დაადგინა, რომ "ბარსას" არ გადაუხდია გაბერილი თანხები I3-ისთვისთ გაწეული რიგი მომსახურებისთვის, რაც კლუბს ფინანსური დონეზე ყოველგვარი კორუფციისგან ათავისუფლებდა. ამის მიუხედავად, პოლიცია საქმეს აგრძელებდა და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება დაიწყო, რომელმაც 2020 წლის ივნისში, ბრალდებებთან დაკავშირებული დოკუმენტების ძიებაში, კლუბის ოფისი პირველად გაჩხრიკა. ორშაბათს, კლუბის თანამშრომლებს სთხოვეს დაეტოვებინათ შენობა, რადგან პოლიცია კვლავ დაბრუნდა და უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვებას ცდილობდა, რაც მათ გამოძიების შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარა და ამ ყველაფერს კლუბის მაღალჩინოსნების გადაყენება მოჰყვა.
Report: Former Barcelona president Josep Bartomeu has been arrested | Barca  Universal
ბართომეუ "ბარსელონას" 2014 წლის 23 იანვრიდან 2020 წლის 27 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში, კლუბმა 4-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ კოპა დელ რეი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. "ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამინდელი მონაცემებით, 7 მარტს გაიმართება და “ბლაუგრანას” ხელმძღვანელის სავარძლის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. ემილი რუსომ და აუგუსტი ბენედიტომ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს, პირველმა მათგანმა მიმდინარე პროცესს ბინძური ომი უწოდა.

სხვა სტატიები