Belive

ბართომეუ: "გადადგომაზე არც კი ვფიქრობ, ტიტულები უნდა მოვიგოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ თქვა, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და ოპტიმისტურად უყურებს კატალონიელების პერსპექტივებს ამ სეზონში. "გადადგომაზე არც კი მიფიქრია. ჩვენ გვაქვს მშვენიერი პროექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. წინ ჩემპიონთა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ჩვენი სურვილი და სული არსად გამქრალა. ვფიქრობ, ამ სეზონში ტიტულების მოგებას შევძლებთ. შეიძლება მე გავხდე ბარსელონას პირველი პრეზიდენტი, რომელიც პენსიაზე გავიდა? არა. ჩვენ შიშით არ ვმუშაობთ და წინსვლა გვსურს. არავის ეშინია. ბოლო 10 წლის განმავლობაში 22 ტიტული მოვიგეთ. მგონი ცუდი რიცხვი არ არის", - თქვა ესპანელმა ფუნქციონერმა. მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანა" ლა ლიგაში 5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები