Belive

ბართომეუ ხელფასის ხელმეორედ შემცირებაზე ფეხბურთელებს ესაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა მარტში საკუთარი ანაზღაურების 70%-ის შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მოთამაშეებს ხელფასის შემცირებაზე კიდევ ერთხელ მიმართა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება. რაც შეეხება "ბარსას", კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა. მაშინ ლეო მესიმ ხელმძღვანელობა კლუბის პერსონალზე ზემოქმედების გამო გააკრიტიკა, რომ თითქოს ხელფასის შემცირება მათ არ უნდოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს ანაზღაურება 70%-ით ნაკლები აქვთ, პერსონალს კლუბში კი კვლავ 100%-ს უხდიან. ესპანური მედიის თანახმად, ბართომეუ და სხვა წარმომადგენლები 23 მაისს სავარჯიშო მოედანს ესტუმრნენ და მოთამაშეებს კიდევ ერთხელ მიმართეს ამ საკითხზე. როგორც ცნობილია, "ბარსელონამ" ამ პერიოდში 12.5 მილიონი გადაარჩინა, თუმცა 9 მილიონის შენარჩუნება გუნდს კიდევ სჭირდება. ესპანური მედია იტყობინება, რომ ფეხბურთელები ახალ შემცირებაზე უარს ამბობენ.

სხვა სტატიები