Belive

ბართომეუ: "მესი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ გულშემატკივარი დააიმედა. ესპანელის თქმით, ლეო მესი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და კატალონიურ გრანდში კიდევ მინიმუმ 5 წლით დარჩება. "მესის არჩევანის თავისუფლება აქვს, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ის თავს კვლავ ძლიერად გრძნობს და ამბიციები ამოძრავებს, მაშინ მალე კონტრაქტს გაახანგრძლივებს.  რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს. ბოლო რამდენიმე სეზონია ის ჩვენი გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი გახდა. ეჭვი არ მეპარება, რომ მესი "ბარსაში" 4-5 წლის განმავლობაში კიდევ დარჩება.  ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში "ბარსელონასთან" ითანამშრომლებს",-თქვა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა. მიმდინარე სეზონი არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ტრავმის გამო მოგვიანებით დაიწყო, თუმცა ჩატარებულ 11 შეხვედრაში 9 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები