Belive

ბართომეუ: მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანურ მედიაში ყოველდღიურად იწერება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. საპასუხოდ, გუნდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, განაცხადა რომ გუნდის კაპიტანი კარიერას კატალონიური კლუბში დაასრულებს. ბართომეუმ ესპანურ Movistar-თან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ არგენტინელი "ბარსელონაში" დარჩეს. "მესის უკვე ნათქვამი აქვს, რომ კარიერას აქ დაასრულებს. დამატებით დეტალებზე საუბარი არ მინდა, ჩვენ თამაშებზე ვართ ფოკურისებული," აღნიშნა გუნდის პრეზიდენტმა. ცნობილია, რომ მესის ამჟამინდელ მწვრთნელთან, კიკე სეტიენთან, ცუდი ურთიერთობა აკავშირებს. ასევე აღსანიშნავია მისი საჯარო საპირისპირება გუნდის სპორტულ დირექტორთან და ყოფილ ფეხბურთელთან, ერიკ აბიდალთან, რომელიც ყოფილი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს პოზიციას იცავდა და წარუმატებელ შედეგებზე პასუხისმგებლობას ფეხბურთელებს აკისრებდა. ესპანური წყაროების თანახმად, ერთადერთი შესაძლებლობა, რაც მესის აზრს შეაცვლევინებს, გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნაა – მომდევნო წელს, “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და დიდი ალბათობით, კრიტიკის მუდმივი ობიექტი, ხოსეპ ბართომეუ, გამარჯვების მოპოვებას ვეღარ შეძლებს. მისი კონკურენტი ვიქტორ ფონტი იქნება, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ხავის დანიშვნას გეგმავს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ხავი ყატარული გუნდის, "ალ-სადის" სათავეში დგას, რომელთანაც ესპანელს კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები