Belive

ბართომეუ: "მესის გარეშე ბარსელონას ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენთ."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ ლეო მესის მომავლის შესახებ ისაუბრა. კატალონიური კლუბი არგენტინელის ახალ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა ბართომეუ ხვდება, რომ ერთ დღეს მესი "ბარსელონადან" წავა. "ამ წუთისთვის ლეოს გარეშე "ბარსელონას" ცხოვრება წარმოუდგენილია, თუმცა ამისთვის უნდა მოვემზადოთ.  არგენტინელის გარეშე "ბლაუგრანა" ძალიან სხვანაირი იქნება - აუცილებელია, რომ გუნდმა ახალგაზრდა ტალანტების ძებნა დაიწყოს. ლეოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, თუმცა ხელშეკრულების გახანგძლივებას ვცდილობთ. მესის უნდა, რომ კიდევ ბევრი ტიტული მოიგოს," - განაცხადა ხოსეპ ბართომეუმ.

სხვა სტატიები