Belive

ბართომეუმ სოციალურ ქსელში კრიტიკის გასაქარწყლებლად  მილიონი ევრო დახარჯა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონაში" რომ არაჯანსაღი სიტუაციაა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. კლუბის გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა, პრეზიდენტის უცნაური გადაწყვეტილებები, მთავარი მწვრთნელის შეცვლა და არასტაბილური სათამაშო ფორმა, კონფლიქტი ლიონელ მესისა და გუნდის სხვა ლიდერებს შორის. ეს ყველაფერი ხოსეპ მარია ბართომეუსთვის იმდენად მტკივნეული გახდა, რომ მან სიტუაციის გამოსასწორებლად თანამედროვე, ნაცად ხერხს მიმართა და ამაში დიდძალი ფულის დახარჯვასაც არ მოერიდა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ბართომეუმ საკუთარ თავზე, ლეო მესისა და ჟერარდ პიკეზე არსებული კრიტიკის გასაქარწყლებლად და საფეხბურთო საზოგადოებაში დადებითი აზრის დასანერგად სოციალურ ქსელში ათასობით ყალბი ანგარიში შექმნა და ე.წ "ბოტების" წარმატებული ფუნქციონირებისთვის მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. "ბლაუგრანამ" 2020 წელს 2 ტიტული დაკარგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი და მთავარ საზრუნავად ლა ლიგაში მადრიდის "რეალისთვის" ტიტულის არ გადაბარება დარჩა.

სხვა სტატიები