ბართომეუმ ცენტრალური მცველის ტრანსფერი დააანონსა

კატალონიური გრანდი ცენტრალური მცველის ძიებაშია. Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ იანვარში მოსალოდნელი ტრანსფერი დააანონსა.

შეგახსენებთ, ტომას ვერმალენისა და სამუელ უმტიტის ტრავმების შემდეგ, კატალონიელთა განკარგულებაში მხოლოდ ორი უკანახაზელი, ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე არიან. გავლენიანი ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონამ” შესაძლოა ტობი ალდერვაირელდი ან მატიას დე ლიჰტი გაიფორმოს.

(372)

ბართომეუმ ცენტრალური მცველის ტრანსფერი დააანონსა

სტატიის ავტორი
-