Belive

ბართომეუმ ვალენსიასთან მარცხის შემდეგ ვალვერდეზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონა" 2018/19 წლების სეზონში მხოლოდ ლა ლიგის ტიტულს დაჯერდა. "ბლაუგრანა" გუშინ კოპა დელ რეის ფინალში 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ერნესტო ვალვერდეს შესახებ ისაუბრა. "ვალვერდეს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. "ვალენსიასთან" მარცხი ერნესტოს ბრალი ნამდვილად არ არის. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ზოგჯერ კარში მხოლოდ შენ ურტყამ, მაგრამ გადამწყვეტი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია," - თქვა ბართომეუმ.

სხვა სტატიები