Belive

ბართომეუს დღეები დათვლილია - ბარსელონას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ხმები შეგროვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც იცით, ახლახან "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერების ვალიდურობის დადგენის პროცესი  მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ შექმნილმა მოძრაობამ თავი 20 000-ზე მეტ ხმას მოუყარა, საიდანაც, ვალიდურ ხმათა რაოდენობამ 16 521-ს მიაღწია, რაც უნდობლობის საკითხის აღძვრისათვის სრულიად საკმარისია. "ბარსელონას" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ 16 521 ხმა შეგროვდა, რაც საკმარისია მათი ხელმძღვანელობიდან წასვლის თაობაზე. "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი ხვალ, თბილისის დროით, 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. EL Paris-ის ინფორმაციით, ჟოზეპ მარია ბართომეუ პოსტიდან გადადგომას გეგმავს.

 

სხვა სტატიები