Belive

ბართომეუს მინიშნება გვარდიოლას ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული პეპ გვარდიოლა, შესაძლოა, "კამპ ნოუზე" დაბრუნდეს. ამის შესახებ "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ საინტერესო განცხადებას აკეთებს. "მანჩესტერ სიტის" სპეციალისტი საჯაროდ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს ერიდება, თუმცა კატალონიელები მას გაშლილი ხელებით შეხვდებიან. "ეს ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. პეპი იყო ის, ვინც გადაწყვიტა, რომ კლუბი დაეტოვებინა. ამის მიუხედავად, "ბარსელონას" კარი გვარდიოლასთვის ყოველთვის ღია იქნება," - განაცხადა ბართომეუმ. პეპ გვარდიოლა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი 2008/12 წლებში იყო. პეპის მიერ შექმნილმა მონსტრმა ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი 2-2-ჯერ მოიგო, ლა ლიგის ტიტულს კი 3-ჯერ დაეუფლა.

სხვა სტატიები