Belive

"ბატეს" მხოლოდ ორჯერ აქვს ინგლისური კლუბისთვის მოგებული - ეს ფეხბურთელი კი ორივე მატჩში დამარცხებულ გუნდში ასპარეზობდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ბელარუსში სენსაციური მარცხი განიცადა ლონდონის "არსენალმა". მეთოფეები ბორისოვოს "ბატესთან"  დრაგუნის გოლის წყალობით 1:0 დამარცხდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ბელარუსებს ინგლისურის გუნდების წინააღმდეგ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული, გუშინდელი მატჩი უკვე ვახსენეთ, პირველი შემთხვევა კი 2009 წლის 17 დეკემბერს, ლივერპულში "გუდისონ პარკზე" დაფიქსირდა, სადაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ადგილობრივი "ევერტონი" "ბატემ" ასევე მინიმალური სხვაობით დაამარცხა. საინტერესოა ის ფაქტი რომ გუშინაც და 10 წლის წინათაც დამარცხებული გუნდის ღირსებას გერმანელი შკოდრან მუსტაფი იცავდა. განმეორებითი მატჩი "ემირეითსზე"  21 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები