Belive

ბატეს მწვრთნელი: "ასეთი სირცხვილი არასდროს მიგრძვნია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საკუთარ მოედანზე "დინამო ბათუმთან" 1:4 მარცხის შემდეგ, "ბატეს" მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"რა მოხდა მეორე ტაიმში? მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თავისუფლად თამაშობდნენ, ჩემი ფეხბურთელები კი - პირიქით. პენალტის გაშვების შემდეგ ფრთხილად თამაში დავიწყეთ, რადგან გვქონდა მეორე გოლის მიღების შიში. როდესაც ფეხბურთს შიშით თამაშობ, ბოლოს ყველაფერი ასეც დასრულდება. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც "ბატეზე" გული შესტკივა. ჩემს კარიერაში არასდროს მიგრძვნია ასეთი სირცხვილი. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია," - თქვა "ბატეს" 37 წლის მთავარმა მწვრთნელმა.
 

სხვა სტატიები