Belive

ბატეს მწვრთნელი: "ვიცოდით როგორ ითამაშებდა დინამო ბათუმი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბატეს" მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო ბათუმთან" გამარჯვების (0:1) შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"პრინციპში, ჩვენმა გეგმამ დღეს იმუშავა. როგორც ვთქვი, საქართველოსა და ბელარუსის ჩემპიონატები მიმდინარეობს და მეტოქეები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. გუნდებს დღეს ერთმანეთი შესწავლილი გვყავდა. ვიცოდით, რომ "დინამო ბათუმი" შეუტევდა. "დინამო ბათუმი" ძალიან კარგი გუნდი და მოწინააღმდეგეა. ჯერ ჩვენ მხოლოდ მხოლოდ 1 ტაიმი ვითამაშეთ, ბორისოვაში კი მეორე ტაიმსაც იხილავთ. ვფიქრობ, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებს მატჩის შედეგზე გავლენა არ ჰქონია. ნამდვილად არ დამინახავს რომ გოლის ეპიზოდში "დინამო ბათუმის" ფეხბურთელი წაქცეული იყო. ზოგადად. იყო მომენტი, როდესაც ჩვენ ბურთი გადავაგდეთ, მაგრამ "დინამო ბათუმის" ფეხბურთელმა - არა. დღეს მოედანზე საფეხბურთო დღესასწაული იყო, კარგად გვესმოდა, რომ ამ ატმოსფეროს გამო მოწინააღმდეგე შეუტევდა. შედეგით კი კმაყოფილი ვარ," - თქვა ვიტალი ჟუკოვსკიმ.

სხვა სტატიები