Belive

ბატეს ფეხბურთელი მე-3 დღეა არავის უნახავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსული მედიის ინფორმაციით, "ბატეს" ფეხბურთელ ანტონ საროკასთან უკვე მე-3 დღეა ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილია. არსებობს ვარაუდი, რომ 28 წლის თავდამსხმელი დააკავეს. როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტს მეექვსე ვადით ალექსანდრ ლუკაშენკო დაიკავებს, რასაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციებით აპროტესტებენ. გარდა "ბატეს" მოთამაშისა, დაზუსტებული ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ სამშაბათს დააკავეს ჰოკეისტი ილია ლიტვინოვი და MMA-ის მებრძოლი ალექსეი კუდინი.

სხვა სტატიები