Belive

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბათუმის ახალ სტადიონზე სკამების დამონტაჟება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას შპს "სტადიონის“ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით, სტადიონზე სტაციონალური დ დასაკეცი სკამები განთავსდება. „სკამების მონტაჟი დაიწყო. გულშემატკივრებმა და დაინტერესებულმა ხალხმა ლურჯი ფერის სკამები აირჩიეს. კონსტრუქცია 2 სახისაა და პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორეზე – დასაკეცი განთავსდება. სკამები უმაღლესი სტანდარტის შესაბამისადაა დამზადებული, რომელიც მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგი იქნება. შესაბამისად, მათი საექსპლუატაციო ვადებიც ხანგრძლივია“, - ამბობს ჯაბა სურმანიძე. ბათუმის ახალ სტადიონზე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი. მალე დაიწყება მინდვრის საფარის დაგებაც.
73472545_3198930446844817_4403004655710240768_o
 

სხვა სტატიები