Belive

ბათუმში საქართველოსა და საბერძნეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ,,საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა. მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები,'' - ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ფიფამ და უეფამ მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი შავი სამკლაურებით იასპარეზებენ.

სხვა სტატიები