Belive

"ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი" - ბრუნო პრემიერლიგაში საუკეთესოა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ბრუნო ფერნანდეშმა მოიპოვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ელიტარულ ინგლისურ დივიზიონში გადაბარგების შემდეგ პირველსავე თვეში გაიბრწყინა. პორტუგალიელი ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებს" 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლისაბონის "სპორტინგიდან" შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრა 1 თებერვალს ჩაატარა. სამივე მატჩში ბრუნომ სრულად ითამაშა, გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. "ასეთი დასაწყისით ბედნიერ ვარ, ახლა კი უფრო მეტი მმართებს. როცა ახალ კლუბში მიდიხარ, ყოველთვის გატანზე ფიქრობ და პირველი გოლი განსაკუთრებულია. ბავშვობიდან "მანჩესტერში" თამაშზე ვოცნებობდი და "ოლდ ტრაფორდი" ჩემი კარიერის უდიდესი ოცნება იყო",-თქვა ფერნანდეშმა. 25 წლის ფეხბურთელმა ნომინაციაში მარკოს ალონსო პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დომინიკ კალვერტ-ლუინი, მეტ დოჰერტი და ნიკ პოუპი დაამარცხა.

სხვა სტატიები