Belive

ბაზელის რუსი ფეხბურთელი საქველმოქმედო მატჩში არ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქველმოქმედო მატჩების სერიის მორიგ თამაშს "დინამო კიევი" "ბაზელთან" ატარებს. როგორც ცნობილია, შვეიცარიის გუნდის რუსი ლეგიონერი, ფიოდორ ჩალოვი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ "დინამო კიევისა" და "ბაზელის" შეხვედრაში შემოსული თანხა რუსეთის მიერ დაწყებული ომისგან დაზარალებულებს მოხმარდება. "სირცხვილით უკრაინელი ფეხბურთელებისთვის თვალებში ყურება არ შეუძლია," - ასე შეაფასა უკრაინულმა მედიამ ჩალოვის უთამაშებლობის მიზეზი. ფიოდორ ჩალოვი "ბაზელში" მოსკოვის "ცსკა"-დან, იჯარის წესით თამაშობს.

სხვა სტატიები