Belive

BBC-მ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო არაინგლისელი ფეხბურთელების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხალხის რჩეული ლონდონის "არსენალის" ლეგენდა, ტიერი ანრი გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ხმების 45% მიიღო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ანრიმ პრემიერლიგაში 258 მატჩი ჩაატარა, სადაც 176 გოლსა და 76 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. რაც შეეხება მე-2 ადგილს, ხალხის აზრით, ტიერის შემდეგ საუკეთესო "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუა - 14%. მე-3 პოზიცია დაიკავა ერიკ კანტონამ, რომელმაც ხმების 12% მიიღო, მეოთხეა სერხიო აგუერო - 8%, მე-5 დიდიერ დროგბა - 6%, პიტერ შმეიხელი კი ხმების 5%-ით მე-6 პოზიციაზე გავიდა.

სხვა სტატიები