Belive

BBC-მ ქეცბაიას ცნობილი გოლის აღნიშვნა გაიხსენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ფეხბურთი შეჩერებულია, BBC-მ პრემიერლიგაში გამორჩეული გოლის აღნიშვნები გაიხსენა. ჯერარდის, ადებაიორის, კანტონას, შირერისა და ბალოტელის ლეგენდარული მომენტების გვერდით მოხდა თემურ ქეცბაია. ქართველმა ფეხბურთელმა კატეგორიაში - "გიჟური აღნიშვნები" პირველი ადგილი დაიკავა.

ქეცბაია გაგიჟების ზღვარზე - ასე ასათაურებს BBC ქეცბაიას ეპიზოდს

"ამ ლეგენდარული აღნიშვნით იცნობენ თემურ ქეცბაიას ინგლისში. 1998 წელს, "ნიუკასლის" მაისურით, ბოლო წუთზე "ბოლტონთან" გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ, ქართველმა მაისური გაიხადა და ის ფანების მისამართით ისროლა. თემური ბუცების გახდას ცდილობდა და სარეკლამო ბანერს ფეხი რამდენჯერმე დაარტყა, ამავდროულად კი მასთან მისულ თანაგუნდელ ფილიპ ალბერტს ხელი ჰკრა. ქომაგებისთვის ნასროლი მაისურის ქეცბაიასთვის დაბრუნება ალან შირერს მოუწია, რათა მას თამაშის დასრულება მოეხერხებინა. შესაძლოა, ესაა გოლის ყველაზე განრისხებული აღნიშვნა, რომელიც გვინახავს," - წერს BBC
აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული შემთხვევა გაიხსენა. ქართველ ფეხბურთელს სერ ბობი რობსონის მწვრთნელობისას სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, დაგროვილი ემოციები კი "ბოლტონთან" გატანილი გოლის შემდეგ ერთიანად გასკდა.

იხილეთ აღნიშნული მომენტი:

სხვა სტატიები