Belive

BBC Sport - მანჩესტერმა მეორე ტრანსფერი განახორციელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის მეორე ტრანსფერი განახორციელა. "წითელმა ეშმაკებმა" 'კრისტალ პალასის" მარჯვენა მცველი, აარონ ვან-ბისაკა შეიძინეს. აღნიშნული ინფორმაცია BBC Sport-მა გაავრცელა. "მანჩესტერ იუნაიტედს" აღნიშნული ტრანსფერი 56 მილიონი ევრო დაუჯდა. "იუნაიტედმა" 21 წლის ფეხბურთელს კვირაში 89 ათასი ევრო შესთავაზა. ვან-ბისაკა "კრისტალ პალასის" აკადემიაში 11 წლის ასაკიდან თამაშობდა და პირველ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა. აარონ ვან-ბისაკა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მისით პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. გუნდმა 21 წლის შემტევი, დანიელ ჯეიმსი "სუონსიდან" შეიძინა.

სხვა სტატიები