Belive

ბეილს უკვირს თუ რატომ აკრიტიკებენ მას გოლფის თამაშის გამო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილისა და გოლფის სიყვარულის შესახებ მედიაში ბევრჯერ დაწერილა. ამისთვის უელსელი ფეხბურთელი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. "რეალ მადრიდის" ვინგერმა გოლფის ერთ-ერთ პოდკასტ გადაცემაში განაცხადა, რომ ხალხის ასეთი რეაქციის არ ესმის.
"ბევრ ადამიანს ჩემს გოლფის თამაშზე პრობლემები აქვს. ნამდვილად ვერ ვხვდები რა არის ამის მიზეზი, რადგან ექიმებს ვესაუბრე და ისინი თანახმანი არიან. მედია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გოლფი ჩემთვის კარგი არ არის, რომ უნდა დავისვენო, რადგან ამან შესაძლოა ტრავმები გამოიწვიოს. სტეფ კარი გოლფს თამაშის დღეს, დილით თამაშობს, ხოლო თუ მე ამას მატჩამდე ორი დღით ადრე გავაკეთებ, უცნაური რეაქციები აქვთ," - თქვა ბეილმა.  

სხვა სტატიები