Belive

ბეილი ისევ დაიმტვრა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, გარეტ ბეილმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მორიგი ტრავმა მიიღო. უელსელმა მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო და შესვენების შემდეგ აღარ გამოსულა. როგორც გავლენიანი გამოცემის, COPE-ს ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი იტყობინება, ბეილს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება და მას ხვალ დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებენ, დაზუსტებით კი იმის თქმა შეიძლება რომ უელსელი "ცსკასთან" და "ალავესთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს. აღსანიშნავია რომ, მადრიდის "რეალის" ლაზარეთში ბეილის გარდა, ისკო და მარსელო იმყოფებიან.

სხვა სტატიები