Belive

აგენტი: "ბეილი რეალში მაღალი ხელფასისა და სკამზე ჯდომისთვის არ დაბრუნდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილის აგენტი უკანასკნელ ინტერვიუში მიანიშნებს, რომ მისი აგენტი მომდევნო სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ დაბრუნდება. ბეილი "მადრიდის" რეალში" სათამაშოდ იმ დროისთვის რეკორდულ თანხად, 2013 წელს გადავიდა. არაერთი ტიტულის მოგებისა და მნიშვნელოვანი გოლების მიუხედავად, დროთა განმავლობაში, ბეილი სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა, რის შედეგადაც მან კვლავ "ტოტენჰემში" დაბრუნება მოისურვა. ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის განცხადებით, 31 წლის უელსელი ლონდონში თავს შესანიშნავად გრძნობს და კვლავ ბერნაბეუზე დაბრუნება არ სურს.
"ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელსაც სამი მხარე ჰყავს: ჩვენ, რეალი და ტოტენჰემი. ჩვენ გვაქვს ინტერესები, რომლებიც გვსურს, რომ დაცული იყოს", - თქვა მან და ხუმრობით დაამატა: "თუკი ბეილს რეალში სკამზე ჯდომისთვის ფულს გადაუხდიან, ეს ორივეს გვაწყობს".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გამართულ 31 შეხვედრაში, ბეილმა "ტოტენჰემის" მაისურით 14 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები