Belive

ბეილი: "ტოტენჰემში მთელი სეზონის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" "ბარნლის" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. "დეზების" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გარეთ ბეილმა, რომელმაც "ბარნლისთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც შესარულა.  ბოლო პერიოდში 31 წლის უელსელი შემტევი აშკარად კარგ ფორმაში შევიდა. ბეილმა "ტოტენჰემის" ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შესარულა. "ბარნლისთან" ანგარიში სწორედ ბეილმა გახსნა მე-2 წუთზე.

"დეზების" უპირატესობა ორბურთიანი მე-15 წუთზე იმავე ბეილის გადაცემის შემდეგ ჰარი კეინმა გახადა. "ბარნლის" კარში მე-3 გოლი 31-ე წუთზე ლუკასმა გაიტანა. 55-ე წუთზე უელსელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"ტოტენჰემში" დაბრუნების შემდეგ უელსელ შემტევს კრიტიკოსები არ აკლია, ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემი" მისით უკმაყოფილოა და გუნდში დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. თუმცა თუ ბეილი ისე განაგრძობს თამაშს, როგორც ამას ბოლო პერიოდში აკეთებს, "ტოტენჰემი" მას აუცილებლად დაიტოვებს. თავად ბეილი აცხადებს, რომ ის "ტოტენჰემში" დაბრუნების მომენტიდან თავს ბედნიერად გრძნობს და სათამაშო დროის სიმწირის გამო იმედგაცრუებული არ არის. უელსელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მოახერხებს და "ტოტენჰემის" წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისე, როგორც ეს "ბარნლისთან" გააკეთა. BBC-თან საუბარში ბეილმა აღნიშნა:
"ჩვენ ვიცოდით, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი რიგზე არ იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებების გზას დავუბრუნდეთ. საქმე მხოლოდ გოლების გატანაში არაა, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ძალისხმევა თამაშებში, რომ გუნდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. კმაყოფილი ვარ გატანილი გოლებით, გაკეთებული საგოლე გადაცემებით, ყველაფრით რითიც კი შემიძლია, რომ გუნდს დავეხმარო". " მთელი სეზონის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი. გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ და კარგ განწყობაზე ვარ. "ტოტენჰემში" ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოედანზეც ჩანს". "ნამდვილად არ გავბრაზებულვარ, როცა "ბარნლისთან" შეხვედრაში შემცვალეს. წინ კიდევ ბევრი თამაშია. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზარდოს".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემმა" 25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 39 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები