Belive

ბეილის აგენტი: "ჩემს კლიენტს ტოტენჰემში სურს თამაში"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილი "ტოტენჰემში" გადასვლასთან ახლოსაა: საყოველთაოდ ცნობილია, რომ უელსელი მადრიდში თავს კარგად არ გრძნობს და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, "ტოტენჰემში" გადასვლის სურვილთან დაკავშირებით კი მისმა აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა ისაუბრა.
"ბეილს ტოტენჰემი კვლავ ძალიან უყვარს - სწორედ ეს არის ადგილი, სადაც მას ყოფნა უნდა" - განაცხადა ბარნეტმა BBC-სთან საუბრისას.
მეორე მხრივ, ლონდონში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბეილის სურვილი საკმარისი ვერ იქნება - უელსელი მადრიდულ გრანდში ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და დიდი ალბათობით, ახალ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, უელსელს ანაზღაურების შემცირება მოუწევს. ასევე, "რეალთან" ბეილს კონტრაქტი კიდევ 2 წლის განმავლობაში აკავშირებს და მადრიდელები მის გაშვებას დაბალ ფასად ნამდვილად არ მოისურვებენ. "ტოტენჰემთან" ერთად, ბეილის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას რომ უელსელის დღეები "რეალში" დათვლილია და მიუხედავად იმისა, რომ მისი მადრიდული კარიერა ძალიან ბევრ წარმატებას უკავშირდება, უკანასკნელმა წლებმა და გონების გოლფზე გადართვამ მას ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა.

სხვა სტატიები