Belive

ბეილის აგენტი : "იჯარა არ იქნება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გარეთ ბეილი "რეალიდან" იჯარით არ გადავა" - განაცხადა უელსელი ფეხბურთელის აგენტმა. როგორც ვხედავთ მადრიდელები ბეილის შენარჩუნებას აპირებენ, მიუხედავად იმისა რომ უელსელი საუკეთესო ფორმაში ვერა და ვერ შევიდა, ის "ბერნაბეუზე" ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება.  სწორედ მისი ხელფასია მთავარი შემაკავებელი მათთვის ვისაც ბეილის შეძენა სურს, სწორედ ამიტომ განიხილებოდა იჯარა მის სამომავლო კარიერაში. მაგრამ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ეს გამორიცხა. "იჯარა არ იქნება, ვფიქრობ მას აქ დარჩენა სურს, ბეილს აქ კარგი ცხოვრება და კარგი სახლი აქვს, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს რომ ის წავიდეს, თუმცა აქ იჯარა არ განიხილება" - განუცხადა ბარნეტმა sky sports-ს. "რეალმა" უკვე დახარჯა 300 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელების შესაძენად, მათ შორის ედენ აზარის, სწორედ ამიტომ გაჩნდა აზრი რომ ბეილი მადრიდს ტოვებდა.

სხვა სტატიები