Belive

ბეილის აგენტი: "იჯარა? სასაცილოა! გარეთისნაირი ფეხბურთელი როგორ უნდა გაანათხოვრო?" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბერნეტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი კლუბის იჯარის წესით დატოვებას არ აპირებს. "გარეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, როგორ უნდა გაანათხოვრო ასეთი მოთამაშე? ეს უბრალოდ სასაცილოა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იჯარა - არა! ბეილი "სამეფო კლუბში" ბედნიერია და იმედია "რეალთან" ერთად კიდევ არაერთი ტიტულის მოგებას მოახერხებს. 20 ტურის შემდეგ მოგროვებული 43 ქულით "ბლანკოსები" ლა ლიგაში ლიდერობას "ბარსელონასთან" ინაწილებენ. შემდეგ შეხვედრას ზინედინ ზიდანის გუნდი 26 იანვარს, "ვალიადოლიდთან" გამართავს.

სხვა სტატიები